ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 19 701 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 838 კვლევა
ანტიგენის ტესტით და 6 863 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა - 95, იმერეთი - 118,
ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 30, გურია - 25, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი -
15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი.