გასულ დღე-ღამეში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 22 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტი.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 661 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 924
368-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 841
პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 881
863.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში
13 512 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა, აჭარა - 147, იმერეთი - 228,
ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 108, კახეთი -94, მცხეთა-მთიანეთი -42,
სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი -7.