,,ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი უნდა იყოს"-გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს ამ წინადადებით
დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი
მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს.
„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“.
აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება,
გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს
ყველასთვის აუცილებელი“,- აღნიშნავს გამყრელიძე