სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 103 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული
53 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე 12 800-ზე მეტი ადამიანია
გარდაცვლილი.
ამავე პერიოდში კორონავირუსისგან კიდევ 3890 ადამიანი
გამოჯანმრთელდა.
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 103 ახალი დადასტურებული შემთხვევა
გამოვლინდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 278 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 444 შემთხვევა, აჭარა - 189,
იმერეთი - 472, ქვემო ქართლი - 175, შიდა ქართლი - 286, გურია - 81,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 231, კახეთი - 188, მცხეთა-მთიანეთი - 86,
სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
-23.