კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში
საქართველოში ბოლო 24 საათში,
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 879 368-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.91%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
ვირუსს ჯამში 12 582 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602,
ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89,
სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 652