ჯანდაცვა
ყველაზე გავრცელებული პოსტკოვიდური სინდრომია ქრონიკული დაღლილობა - ნევროლოგი
ყველაზე გავრცელებული პოსტკოვიდური სინდრომია ქრონიკული დაღლილობა, - ამის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა ანა ლაბაძემ ისაუბრა.

როგორც ანა ლაბაძე განმარტავს, კოვიდის გადატანის შემდეგ, ადამიანებში სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, წონასწორობა-კოორდინაციის დარღვევა, ყნოსვის და გემოვნების დარღვევა და ა.შ.

„პოსტკოვიდური სინდრომი წარმოადგენს სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც ვირუსის გადატანის შემდგომ ვითარდება ადამიანებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიმპტომები ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, ცნობილია, რომ ძირითადად მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს იმუნური, მეტაბოლური და ასევე ნერვული დარღვევების შედეგად არსებული ცვლილებები. რაც შეეხება უშუალოდ ნევროლოგიურ სიმპტომებს, რაც პოსტკოვიდურ სინდრომს ახასიათებს, ეს არის ყველაზე უფრო ხშირად გამოხატული ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, როდესაც ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი უკვე მათ ორგანიზმში აღარ არის, ხშირად ახასიათებთ კუნთების ძლიერი ტკივილ, ასევე ძლიერი სისუსტე კუნთების, უხასიათობა, უგუნებობა, დეპრესია, უხალისობა და რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში უშლის ხელს. ასევე ხშირ სიმპტომს წარმოადგენს თავის ტკივილი როგორც კოვიდის მიმდინარეობისას, ისე მის შემდგომ, ასევე თავბრუსხვევა, წონასწორობა-კოორდინაციის დარღვევა და ყნოსვის და გემოვნების დარღვევა. გარდა ამისა, პოსტკოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო რთული დაავადებებიც აღმოაჩნდეთ პაციენტებს ნევროლოგიური კუთხით, როგორიც არის იშემიური ინსულტი. პაციენტებს, რომელთაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, იშემიური ინსულტი სტატისტიკურად ბევრ პაციენტში არ ვლინდება, თუმცა შედარებით რთულ გართულებებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოვლინებადია. ესენი არიან პაციენტები, რომელთაც ისედაც ჰქონდათ გარკვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომელიც წარმოადგენდა წინაპირობას ინსულტის განვითარების, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ სწორედ კოვიდი იყო ამ შემთხვევაში გამშვები მექანიზმი, რომელმაც დაავადების განვითარება გამოიწვია“, - განაცხადა ანა ლაბაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.