"ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს,,-თამარ გაბუნია
ახალი შტამის გავრცელების ალბათობა
არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს,
- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან
დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს
გადის.