ჯანდაცვა
"დღეში სულ მცირე 20-25 ათასი აცრა გვჭირდება, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის,
ამირან გამყრელიძის განცხადებით,
საქართველოში
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება
კვლავ რთულია, თუმცა, სტაბილიზაციის მცირედი ნიშნებიც
არის.
"ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები
შეინიშნება, პირველი ის, რომ სიტუაცია არ უარესდება და შემთხვევათა
რაოდენობა არ მატულობს. პირველად, დღეს არის, რომ ბოლო 7 და 14 დღის
დადებითობის მაჩვენებელი 9%-ს ჩამოსცდა, ასევე რესპროდუქციის ინდექსი
ერთზე ნაკლებია უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ
სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ მაღალ ციფრებზე.
მოგეხსენებათ, დღესაც ინფიცირების 3333 შემთხვევაა ქვეყანაში და
სამწუხაროდ, 56 გარდაცვლილი. აცრების მაჩვენებელი ოდნავ მომატებულია,
ბოლო დღეების განმავლობაში იყო 10 ათასი აცრა ყოველდღიურად, რაც კარგა
ხანია არ გვქონია, გუშინ 6500 აცრა ჩატარდა, ესეც წინა შაბათ დღესთან
მიმართებით მომატებულია, მაგრამ მაინც ცოტაა. დღეში სულ მცირე 20-25
ათასი აცრა გვჭირდება, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ და ეპიდემიის
შეკავების ტენდენცია გაჩნდეს. ჯერჯერობით, ყველა ის მოწოდება, რაც
ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს შეეხება, ძალაში რჩება. პირველ რიგში,
ეს არის აცრების გაფართოება, რეგულაციების დაცვა. სამწუხაროდ 28%-ზე
იყო ჩამოსული ნიღბის ტარების მაჩვენებელი. თუ ეს არ გავაკეთეთ,
ინფიცირების ზრდა გარკვეული პერიოდულობით იქნება",-განაცხადა
გამყრელიძემ.
გააზიარეთ :