წინ რთული ზამთარი გველის - ჯანმო
"იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ
ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება,
უნდა გამოვიჩინოთ "ვაქცინა პლიუს"
მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას,
შეთავაზების შემთხვევაში "ბუსტერის" მიღებას, ასევე პრევენციული
ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში", - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, წინ რთული ზამთარია, თუმცა პანდემიის სტაბილიზაციისთვის
გადამწყვეტი ზომების მიღება შესაძლებელია.
"დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან
სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა
დავკარგოთ. რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს,
ინდივიდუალურ პირებს - შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება
პანდემიის სტაბილიზაციისთვის", - აღნიშნა კლუგემ.