საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 012 კვლევა ტესტი.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით
დაავადებული 55 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდით უკვე
11 500-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 814
097-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, ხოლო
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 755
229.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 553 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი -
350, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 104, გურია - 48, სამეგრელო -
ზემო სვანეთი -115, კახეთი - 92, მცხეთა-მთიანეთი - 51,
სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
-16.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 389 ადამიანი.