ჯანდაცვა
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა - ეკატერინე ტიკარაძე
მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებშიც მიეწოდებოდა, თუმცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზი, ქვეყანაში „შიმშილის ეპიდემიისა“ და დაპირისპირების დასრულებაა.

"გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი გამოსული არის წყობიდან, არ შეესაბამება სიმართლეს, ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აფდეითი“ და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება.

პაციენტს მიეწოდებოდა როგორც რუსთავში, ასევე გლდანში ყველა ის სამედიცინო სერვისი, რომელიც მას იმ კონკრეტულ მომენტში ესაჭიროებოდა.

გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც იყო. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეთავაზებოდა პაციენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.

სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება კვლევები. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ“
, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.