Stopcov.ge-ზე
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების
ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევითი
ტესტი.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 5 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1
008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168,
სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი.