ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 166 კვლევა ტესტით, მათ შორის 12
569 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 597 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 820 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 722 399.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375,
ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -
39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 612 ადამიანი.