,,გათვალისწინებული უნდა იყვნენ ის პენსიონერებიც ვინც უკვე აიცრნენ" - ექიმი იმუნოლოგი
08:24 / 13.11.2021
200 ლარიანი დანამატი
პენსიონერებისთვის აცრის შემთხვევაში.
ამ ინიციატივამ ხანდაზმულებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფულადი დანამატი არ არის
მოტივაციის მიმცემი და ამბობენ, რომ ეს მათ გადაწყვეტილებას არ
ცვლის.
ზოგიერთი მათგანი კი ამბობს, რომ ვაქცინას არა ფულის გამო, არამედ
საკუთარი ჯანმრთელობის გამო გაიკეთებს. ხალხი განსხვავებული მოსაზრება
აქვს ხანდაზმულთა მეორე კატეგორიას. ისინი დადებითად აფასებენ
მთავრობის ამ ინიციატივას და მიაჩნიათ, რომ 200 ლარიანი დანამატი
ვაქცინაციას წაახალისებს პენსიონერებში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც 8
ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრება, 200-ლარიან დანამატს
მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საბჭოს სხდომის დასრულების
შემდეგ ისაუბრა.
მთავრობის ამ ინიციატივას აფასებს ალერგოლოგ იმუნოლოგი გიორგი
კამკამიძე. მისი აზრით, სახელმწიფოს ეს ინიციატივა იყო იძულებითი,
რადგან აცრილი პენსიონერების რაოდენობა იყო დაბალი.
კამკამიძის თქმით, აცრილ და ასაცრელ პენსიონერებზე მიდგომა უნდა იყოს
ერთნაირი და სამართლიანი.
დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სრულად აცრილია 276678
პენსიონერი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.