ჯანდაცვა
18 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს "ბუსტერ" დოზით აცრა შეეძლება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, "ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

"მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭომ მიიღო, შეეხება "ბუსტერ" დოზების გამოყენების წესს. "ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში პირს, რომელიც აცრილია "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს "სინოფარმის" ან "სინოვაკის" ვაქცინა "ბუსტერ" დოზისთვის ან გაიკეთოს "ფაიზერის" დოზა. "ასტრაზენეკას" შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს "ფაიზერის" დოზით "ბუსტერ" დოზა, რაც შეეხება "ფაიზერის" დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში "ფაიზერის" დოზის გამოყენება. არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან "სინოფარმით" და "სინოვაკით", "ბუსტერ" დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან.

დღემდე "ბუსტერ" დოზით აცრილია, დაახლოებით, 3500 პირი. ჯერჯერობით 6 თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია "სინოვაკით", "სინოფარმით" და შემდეგ "ფაიზერით". უფრო დიდი ნაკადი მოსალოდნელია დეკემბერში და განსაკუთრებით, იანვარში, რადგან ზუსტად ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე გავა 6 თვე "ფაიზერის" მეორე დოზით აცრიდან,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.