იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,
12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების "ფაიზერით" ვაქცინაცია შესაძლებელი
გახდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის
მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ განუცხადა.
"საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში
ვაქცინაციის პროცესს, "ფაიზერის" ვაქცინის ორი დოზით, მშობლის
გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა
არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში.
ამრიგად, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ
ცენტრებს და "ფაიზერის" დოზით აიცრან,"- განაცხადა გაბუნიამ.