1-ელი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ სხვადასხვა ობიექტებში შესვლას
საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ.
მწვანე საშვის პრინციპის ამოქმედება იგეგმება.
ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის
ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი
ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR
ტესტი, ან 24- საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს
კორონავირუსი. იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო
6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი მოსაზრება იყო, რომ ეს შეზღუდვა
მოხსნილიყო და საბჭომ ეს წინადადება გაიზიარა.
„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ
მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1-ელი დეკემბრიდან
მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ შეძლებენ შესვლას
სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში,
კინოთეტრებში, ოპერაში, მუზეუმებში და ა.შ. დეტალური ჩამონათვალი
იქნება გავრცელებული. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ
ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, - განაცხადა
ღარიბაშვილმა.