ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამატს მიიღებს
საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, ყველა პენსიონერი, რომელიც 1 იანვრამდე აიცრება,
200-ლარიან დანამატს მიიღებს. დეტალებზე საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული
პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე გაიკეთებს.
დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.