დაწესდება თუ არა ქვეყანაში ახალი რეგულაციები – დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მთელი
რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზეც უკვე კონსენსუსი
არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ
მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ
ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში,
რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი
ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს
გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი,
მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა
ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას,
რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60%
მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა
აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო:guria.tv