ამ ეტაპისთვის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სეზონური გრიპის ვაქცინა ამოიწურა.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მანანა რატიანის განცხადებით დოზების შევსება ხვალიდან მოხდება, სავარაუდოდ დაემატება 500 დოზა.
მანანა რატიანის თქმით, მინისტრის ბრძანებით იცრებიან მიზნობრივი ჯგუფები. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისთვის გრიპის ვაქცინა უფასო არ არის.