ვაქცინაციის საკომუნიკაციო კამპანია უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო - ამირან გამყრელიძე
ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო
კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ
ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - "სჯობს გვიან, ვიდრე
არასდროსო", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"49 დიდ სოფელში, სადაც დავდივართ, ბევრი ადამიანი ემზადება იმისთვის,
რომ აიცრან და ეს შემდგომში გაიშლება სხვა დასახლებულ პუნქტებში. როცა
მეკითხებიან, რა დავაკელით, დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ
საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული უნდა
ყოფილიყო, მაგრამ ქართველებს გვაქვს კარგი გამონათქვამი - "სჯობს
გვიან, ვიდრე არასდროსო". ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ, რატომ ადრე არ
დაიწყეთ, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც
ვაქცინები გაქვს შესაბამისი", - განაცხადა
გამყრელიძემ.