ჯანდაცვა
“დელტა+”-ის მსგავსი, კორონავირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით საქართველოში არ დაფიქსირებულა-ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "დელტა+"-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა.

"ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც "დელტას" ნაირსახეობაა "დელტა +", მაგრამ ის "დელტა+" არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია.

რაც შეეხება შემთხვევებს, საქართველოში, დილით მონაცემებით, 4762 ახალი შემთხვევაა. ეს 1000 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის სამშაბათ დღესთან მიმართებით, მაგრამ როგორც ერთი კვირის, ასევე ორი კვირის ინციდენტობა ქვეყანაში გაზრდილია. იცით, რომ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო და უსწრებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს მან გადაინაცვლა მეორე ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, თუმცა სიკვდილიანობის საშუალო მილიონ მოსახლეზე გაქვს 10 ერთეული, ზღვრული კი არის 8-9. კლება არის ამ მძიმე ინდიკატორის, მაგრამ ეს 43 შემთხვევაც ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე და რთულია", - განაცხადა გამყრელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.