ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 011 კვლევა ტესტით, მათ შორის 19
618 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 393 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.