ბორჯომში მამა-შვილი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა
ბორჯომში მცხოვრები მამა-შვილი
სავარაუდოდ ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, მათ
სოკო მიირთვეს და მოიწამლნენ.
სამედიცინო ცენტრში კი ჯერ მამა,
მეორე დღეს კი შვილი შეიყვანეს. ორივე მათგანს ერთი და იგივე
სიმპტომები აღენიშნებოდა.
სამედიცინო დახმარების მიუხედავად, 40 წლამდე და 70 წლამდე ასაკის
ორივე მამაკაცი გარდაიცვალა.