95 ინფიცირებული სამცხე-ჯავახეთში, საქართველში გარდაცვლილი 40 ადამიანი - 22 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში, საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 155 ახალი
დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 684 337-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა - 143,
იმერეთი - 777, ქვემო ქართლი - 287, შიდა ქართლი - 306, გურია - 95,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 669, მცხეთა-მთიანეთი - 96,
სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
36.