ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს
670 552-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202,
იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია -
140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი
- 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
60.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.