სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაქცინაციის წახალისების ღონისძიებები განიხილება - ამირან გამყრელიძე
ვაქცინაციის წახალისების მიზნით,
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი ღონისძიებები
განიხილება, რაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებთან არის
დაკავშირებული.
განაცხადა დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც,გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას
აღნიშნა, მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა.
"გვინდა, ორშაბათიდან მობილური ბრიგადებით და ადგილობრივი ექიმების
საშუალებით გავააქტიუროთ აცრები. გვინდა, რომ მოტივაცია გაჩნდეს
აცრებზე, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იყო რამდენიმე
საკითხი. სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით ამ
საკითხებზე. სოფლის მოსახლეობაზე განიხილება სპეციფიური
წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სასოფლო - სამეურნეო სამუშაოებთან
არის დაკავშირებული და არამონეტარულია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
საკითხია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა. ჩვენი მასალის საფუძველზე
გაანალიზებულია, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერადად აცრილებში
9-ჯერ ნაკლები გვაქვს, ვიდრე არავაქცინირებულებში", - აღნიშნავს
გამყრელიძე.