ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 711 კვლევა ტესტით, მათ შორის 11
033 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 678 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 530 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 848 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 602 372.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 269 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 530 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 98, იმერეთი - 334,
ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 50, გურია - 36, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 142, კახეთი - 294, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი
- 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 717
ადამიანი