გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 844
შემთხვევა დადასტურდა. მათგან 74 სამცხე–ჯავახეთში. გამოჯანმრთელდა
814 პირი, გარდაიცვალა 29.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 631 563 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 598 468 გამოჯანმრთელდა, 9 221 კი,
გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში დადასტურდა 775 შემთხვევა, აჭარაში - 127,
იმერეთში - 607, ქვემო ქართლში - 154, შიდა ქართლში - 147, გურიაში -
116, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 339, კახეთში - 368,
მცხეთა-მთიანეთში - 85, სამცხე-ჯავახეთში - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთში - 52.