„ასტრაზენეკაზე" რეგისტრაცია შეჩერდა
"ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე
რეგისტრაცია შეჩერდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს
სხდომის დასრულებისას განაცხადა.
"სამწუხაროდ, ვაჩერებთ "ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაციას.
მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების
მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე.
ახლა "ასტრაზენეკა" მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ,
"კოვაქსი" თუ მოგვაწვდის "ასტრაზენეკას",-აღნიშნავს გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოსახლეობა "ასტრაზენეკას" მეორე დოზით
შეძლებს აცრას.