,, ჯერჯერობით არ განიხილება საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესი სავალდებულო გახდეს”-თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,
თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცის ტემპი ბოლო დღეების
განმავლობაში შემცირდა.
"ვაქცინაციის ტემპი ბოლო პერიოდში შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ
გუშინ კვირა იყო და მეტ ადამიანს ჰქონდა დრო წასულიყო ვაქცინაციაზე,
ასე არ მოხდა - 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის
საგანგაშო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო
ვაქცინაციის სტიმულირება... უფრო მეორე დოზებით მიიღწეოდა ის შედეგი,
რაც გვქონდა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ განიხილება საკითხი, რომ ვაქცინაციის
პროცესი სავალდებულო გახდეს.
„აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და ჯერჯერობით, ეს აცრა ჩვენთვის
იქნება ნებაყოფლობითი მოქალაქის გადაწყვეტილებით. ჯერჯერობით სხვა
მოდელი არ განიხილება“, - განაცხადა გაბუნიამ.
20 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040
აცრა;