ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 717 კვლევა ტესტით, მათ შორის 24
507 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 210 PCR ტესტით. ჩატარებული
ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3
221 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 990 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 548 951.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 287 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 167 შემთხვევა,
აჭარა - 220,
იმერეთი - 498,
ქვემო ქართლი - 194,
შიდა ქართლი - 279,
გურია - 71,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339,
კახეთი - 272,
მცხეთა-მთიანეთი - 93,
სამცხე-ჯავახეთი - 46,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.