,,კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა კლინიკას გამოჯანმრთელებული ტოვებს“ - ლევან რატინი
"პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის"
დირექტორი და რეანიმატოლოგი ლევან რატიანი ამბობს, რომ
კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების დამძიმების შესახებ არასწორი
ინფორმაცია ვრცელდება.
მან თქვა, რომ კრიტიკული პაციენტების
უმრავლესობა კლინიკას გამოჯანმრთელებული ტოვებს.
მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი
მკვეთრად იზრდება, რაც პანდემიის დამარცხებისთვის აუცილებელი
პირობაა.
„ვაქცინაციის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში დადგება
თარიღი, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს, როგორც ამას
ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი და კოვიდ
დაავადება უკან დაიხევს“, - აღნიშნა რატიანმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა.
COVID-19-ით გარდაცვლილია 7649 ადამიანი.
3 სექტემბრის მონაცემებით, 46 ათასზე მეტი ინფიცირებული პაციენტიდან
7210 ადამიანი საავადმყოფოშია, მძიმე პაციენტია 1577.