ჯანდაცვა
იმედი მაქვს, წლის ბოლოს გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება, მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება და პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 90%-მდე ავა, დეკემბრისთვის ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში იქნება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აქვს იმედი, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისისთვის კორონავირუსზე პირდაპირი მოქმედების პრეპარატებიც გამოჩნდება.

კოვიდი ალბათ, არ გაქრება წელს და არც მომავალ წელს, სანამ არ აიცრება მსოფლიო მოსახლეობის 70-75%. ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციასთან ბრძოლის იქნება ძალიან სწრაფად საყოველთაო იმუნიზაცია, რაც დაახლოებით, წელიწადნახევარში იქნება. ასევე, მაქვს იმედი, რომ ამ წლის ბოლის, მომავალი წილის დასაწყისში გამოჩნდება პირდაპირი მოქმედების წამლები, რომელთა მიღებაც ინფექციის საწყის ეტაპზევე იქნება შესაძლებელი.

ვიცი, დღეს ბევრი გამაკრიტიკებს, რატომ დავუჭირე მხარი ტრანსპორტთან მიმართებაში რეგულაციას, მაგრამ მოვითმინოთ კიდევ სამი კვირა, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი ბუსტერი დიდ ქალაქებში ინფექციის გავრცელების, რისკ-ფაქტორი სწორედ მობილობაა", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა სცენარებზე. იმავე დროს ვითვალისწინებთ, სხვადასხვა წამყვანი ინსტიტუტების პროგნოზირების მაჩვენებლებს. თუ ჩვენ გავაგრძელებთ დაახლოებით ამ შეზღუდვებით, რაც ქვეყანაშია, გამოვიყენებთ პირბადეს, აცრების სამიზნე მაჩვენებელზე გავალთ, მაშინ დეკემბრისთვის პროგნოზი არის, რომ დეკემბერში ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობა ჩამოგვივა, დაახლოებით, ერთი ან ორი ასეულის ფარგლებში - ოღონდ იმ პირობებით, რომ ავიცრებით მოზრდილი მოსახლეობის 60%, პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვექნება დაახლოებით, 85-90%, თავს ავარიდებთ დიდ შეკრებებს და მთავარ ბუსტერებს და კიდევ სხვა მოთხოვნებსაც შევასრულებს, როგორიცაა რეგულარული ტესტირება, კოვიდდადასტურებულების დროული იზოლაცია.
დღეს საბჭოზე განვიხილეთ საკითხი, რომ მეტად სწრაფად მიეცეთ ადამიანებს იზოლირების საშუალება, რადგან ჯაჭვის გაწყვეტის მთავარი საშუალება ინფიცირებულის სწრაფი იზოლირებაა, რომ მან სხვებს არ გადასდოს. ჩვენ კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს გვინდა თუ არა ეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.