ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა
ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180,
ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი
- 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572
ადამიანი.
გააზიარეთ :