გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27
813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 510 941-ს.
გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 74 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო
რაოდენობა 6 723-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638
ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114,
სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 563 ადამიანი