ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 46 389 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 181 კვლევა
ანტიგენის ტესტით და 17 208 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 506 040-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 649 პირი
ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 743 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 860 შემთხვევა, აჭარა - 677, იმერეთი - 573,
ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი
- 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 933
ადამიანი
გააზიარეთ :