მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ
იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ - ამის შესახებ
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოქალაქეებმა ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკონ
ცხელ ხაზზე - 1522 და ოპერატორს მონაცემები მიაწოდონ. ამის შემდეგ მათ
ექიმი დაუკავშირდებათ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების
მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი
ვაქცინის მიხედვით გავლენ.