ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტი
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.
გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 409 110-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 363 შემთხვევა, აჭარა - 905, იმერეთი - 564,
ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134,
სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832
საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში -
941.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 564,
აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
302 პირი, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი
გააზიარეთ :