ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 439 კვლევა ტესტი,
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 2 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 450 149-ს
გამოჯანმრთელდა 3 146 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა 403 762-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 128 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177,
ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი -
30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233
საიდანაც: 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 125, აჭარაში - 874, იმერეთში - 959. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 328 პირი, მათ შორის, თბილისში - 587,
აჭარაში - 134, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
293 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 21, იმერეთში - 18. 2 552
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 151 -
თბილისში, 818- აჭარაში. 31 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 712
ადამიანი