ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტი,
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 3 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 440 353-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 052 პირი და ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 395 505-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395,
ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი
- 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806
საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 3 052, აჭარაში - 802, იმერეთში - 926. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში - 578,
აჭარაში - 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
273 პირი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 18, იმერეთში - 18. 2 472
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 -
თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088
ადამიანი
გააზიარეთ :