ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი შემხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების
2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა,
სამცხე-ჯავახეთიში 57 მოქალაქეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში -50, ხოლო აჭარაში - 8.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 539, იმერეთში - 2
110.