ჯანდაცვა
SOS ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს!
SARS-COV-2 ის დელტა შტამი ევროპის დიდ ნაწილში დომინირებს, მისი გავრცელების შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება !


უახლესი მონაცემებით, SARS-COV-2-ის „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ევროპაში სწრაფად ვრცელდება და კონტინენტისუმეტეს ნაწილში უკვე დომინანტური გახდა.

WHOს ევროპის რეგონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მიერ აღრიცხული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე დელტა შტამი დომინირებდა ქვეყანათა უმრავლესობაში (19 ქვეყანა), იმ 28ქვეყნიდან, რომლებმაც აღრიცხეს საკმარისად სრული გენეტიკური სეკვენირების ინფორმაცია. ამ 19 ქვეყნიდან, ადგილობრივად სეკვენირებული ვირუსის იზოლატების საშუალო წილში გამოვლენილი დელტა შტამი შეადგენდა 68,3%. ეს მაჩვენებელი უსწრებს მანამდე დომინანტურ ალფა-შტამის მაჩვენებელს (22,3%) რეგიონში.

ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში დელტა შტამი გლობალურად დომინანტი გახდება. იგი უკვე გამოვლენილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. მისი გავრცელება გაგრძელდება და იგი შეცვლის სხვა შტამების გადაადგილებასაც, იმ შემთხევევაში თუ არ გამოჩნდება ახალი კონკურენტუნარიანი ვირუსი.

ჰანს ჰენრი კლუგე, WHO-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) ევროპის რეგონული ოფისის დირექტორი ამბობს:

„პანდემიის დასრულებიდან ჯერ კიდევ ძალინ შორს ვართ.სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან.წევრ სახელმწიფოთა მიერ მოსახლეობის ვაქცინაციის გაძლიერებული მცდელობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან.“

„კარგი ამბავია ის, რომ მონაცემები აშკარად აჩვენებს, რომ ვაქცინაციის სრული კურსი მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რთული ფორმებისა და სიკვდილის რისკს. ამიტომ, უნდა ავიცრათ, როცა ჩვენი ჯერი დადგება.“


„ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიყოთ ფრთხილად და შექმნილ სიტუაციას საღი აზრი დავუპირისპიროთ. ეს ნიშნავს რომ შესაძლებლობისთანავე საჭიროა სრულად ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში, ვატაროთ პირბადე.  ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ზომებით საკუთარ თავსა და ჩვენსგარშემომყოფებს ვიცავთ, - “ ამბობს ანდრეა ამონი, ECDC დირექტორი, - „ამ ზომებს, შეგვიძლია „ანტი-ლოქდაუნის“ ზომებიც ვუწოდოთ, რადგან მათი დაცვა ახდენს ვირუსის პრევენციას „ლოქდაუნის“ აუცილებლობის გარეშე.“

WHO და ECDC მოუწოდებენ პრიორიტეტულ ჯგუფებს: ასაკოვან ადამიანებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და ჯანდაცვის მუშაკებს, ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მათთან კონტაქტში მქოფი მოწყვლადი ადამიანები მძიმე დაავადებისგან.

გარდა ამისა, მკაცრად რეკომენდებულია ვაქინაცია ყველა შესაბამისი ჯგუფისთვის. იქ სადაც „შეშფოთების გამომწვევი“ დელტა შტამი ვრცელდება, საჭიროა განხორციელდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, მათ შორის COVID-19 გადაცემის კონტროლისთვის მოსახლეობის ტესტირებაზე წვდომის გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპი ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მაღალი.

ევროპაში COVID-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მათ შორის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში დაყოველკვირეულად იზრდება ახალი შემთხვევებიც. გაიზარდა შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ყველაზე სწრაფად 15-დან 24წლამდე ასაკში. ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა შემთხვევების ხუთმაგი ზრდა.

ჰანს კლუგეს მკაფიო გზავნილი აქვს იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეამსუბუქეს საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულიშეზღუდვები:

„WHO რეკომენდაციას აძლევს ქვეყნებს, გაზარდონ უფასო ტესტირების ხელმისაწვდომობა, გააფართოონ სეკვენირება, ხელი შეუწყონკონტაქტების დადასტურებული შემთხვევებისთვის იზოლირებას, გააძლიერონ კონტაქტების ძიება, რათა მოხდეს გადაცემის ჯაჭვის გარღვევადა უზრუნველყონ რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია.”

ამ ზაფხულს ვირუსით ინფიცირების რისკის შესამცირებლად გაითვალისწინეთ WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის კამპანიის#უსაფრთხოზაფხული (Summer Sense) რჩევები:

მოგზაურობა შეიცავს რისკს. მოგზაურობამ და შეკრებებმა შეიძლება გაზარდოს COVID-19- ით ინფიცირებისა და მისი გავრცელების რისკი. თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე და შეაფასეთ თქვენი რისკები.

თქვენი გადაწყვეტილება დიდ როლს თამაშობს პანდემიისდასრულებაში.

თუ მოგზაურობას და შეკრებას გადაწყვეტთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ:

o ატარეთ პირბადე, დაიბანეთ ხელები, დაიცავით დისტანცია.

o გაზომეთ რისკი „კარიდან-კარამდე “ -    გარეთ გასვლის მომენტიდან შინ დაბრუნებამდე, ყოველ ნაბიჯზე შეაფასეთ რისკი და მიიღეთ შესაბამისი ზომები. დამტკიცებულია, რომ ხელების ხშირი დაბანა, უსაფრთხო დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება ვირუსისაგან გვიცავს.

o მოგზაურობაზე მეტად ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილს, სადაც იმყოფებით. დახურული, იზოლირებული დახალხმრავალი ადგილები ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დაგაყენებთ. აირჩიეთ ღია, კარგად გავინიავებულისივრცეები, დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია, ატარეთ პირბადე ბევრ ადგილას.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.