მესამე ტალღა დაიწყო - ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძის თქმით,
საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო.
"მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში,
მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ
ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. ყველა ეს კლასტერი , რაც აქამდე გვაქვს,
პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით.
იქნება ეს ქორწილები, იქნება ეს ქელეხი თუ დაბადების დღეები და
ა.შ.
მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება, რომ თავი
უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან",– განაცხადა გამყრელიძემ
რუსთავი 2–თან საუბრისას.