„ფაიზერის“ ვაქცინით აცრის სურვილი 10 000-ზე მეტ ადამიანს აქვს გამოხატული - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე
ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინაზე 10 000-მე
მეტი რეგისტრაციაა გავლილი.
„წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური, რომ რეგისტრაციას ვერ
ახერხებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მიზეზით იყო გამოწვეული, რომ
მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს
მოდული გახსნილი ჰქონდა მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც შეთანხმებულია
საბჭოსთან და ჩვენი გეგმით შემდგომ ვხსნით ყოველ ორკვირიან მოდულს
რიგის მართვისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ
დაემატება საიტები და შესაბამისად, შემდეგი დღეების განმავლობაში
მოქლაქეებს მიეცემათ საშულება, რომ დარეგისტრირდნენ 14 აპრილის
ფარგლებში. დღეისთვის დარეგისტრირებულია 14 ათას 97 ადამიანი,
რამდენადაც არის ჩემთვის ამ ეტაპისთვის ცნობილი. აქედან, 10 000-ზე
მეტი არის „ფაიზერზე“ განხორციელებული რეგისტრაცია. ვაქცინაცია
„ფაიზერზე“ ხორციელდება თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ამტელ
ჰოსპიტალში“, ბოკერიას კლინიკაში და „კავკასიის ცენტრში“. ამ
კონკრეტულ დაწესებულებებში უბრალოდ დაემატება ამცრელთა ჯგუფები და
ასევე, ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები გაიზრდება, რის ხარზჯეც
მოხდება დამატებითი მოცულობების და ჯავშნების განხორციელება“, -
განაცხადა ტიკარაძემ.