ჯანდაცვა
მოქალაქეებს “ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დღეიდან შეუძლიათ
დღეიდან, 30 მარტიდან მოქალაქეები
"ფაიზერის" ვაქცინით აცრას შეძლებენ. ვაქცინაცია
3 დიდი ქალაქის - ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის, 6 კლინიკაში
განხორციელდება.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში შემოსული 29 500 ცალი
Pfizer-ის ვაქცინით 14 000 პირი აიცრება. "ფაიზერის" პირველი დოზის
გაკეთების შემდეგ ხელმეორედ მოქალაქე 3-4 კვირაში უნდა აიცრას.
3 ქალაქი და 6 კლინიკა - სად იქნება შესაძლებელი Pfizer-ით აცრა.
სამედიცინო პერსონალთან ერთად "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთებას 65 წელს
ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. საქართველოში, ასევე, ხელმისაწვდომია
"ასტრაზენეკას" ვაქცინაც.
გააზიარეთ :