კვლევა - Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები ინფიცირების რისკს - 90% -ით ამცირებენ
აშშ-ში ჩატარებული რეალურ ფაქტებზე
დაფუძნებული კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ისა და
Moderna-ს კოვიდ-19-ის ვაქცინებმა პირველი დოზის მიღებიდან ორი კვირის
ან მეტი დროის გასვლის შემდეგ ინფიცირების რისკი 80% –ით
შეამცირა,-
შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი
ავრცელებს.
ამასთან, ინფიცირების რისკი 90% -ით შემცირდა მეორე დოზის გაკეთებიდან
ორი კვირის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა, თუ რამდენად შეუძლიათ
ვაქცინებს დაინფიცირებისგან, მათ შორის უსიმპტომო დაავადებისგან,
დაცვა.
კვლევის ფარგლებში ინფორმაციულ რიბონუკლეინის მჟავაზე (ი-რნმ)
დაფუძნებული ვაქცინების ეფექტურობა აშშ-ის ექვს შტატში 13 კვირის
განმავლობაში, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 13 მარტამდე
შეისწავლეს. კვლევაში 3 950 მონაწილე იყო ჩართული.