დღეიდან ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც შეიძლება
დღეიდან, 25 მარტიდან მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად
Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25
მარტიდან მედპერონალთან ერთად ვაქცინაცია ხელმისაჭვდომია 65 წელს
ზემოთ პირებისთვისაც. მათ ექნებათ არჩევანის გაკეთების საშუალება
AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის.
Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. მანამდე
კი 13 მარტს, ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო.