ბორჯომში დღეს არავინ დარეგისტრირებულა - ირაკლი დიასამიძე ვაქცინაციაზე
13:49 / 19.03.2021
ბორჯომში კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინა, დღეს არავის გაუკეთებია. შესაბამის
პორტალზე არცერთი მედიკოსი არ დარეგისტრირებულა.19 მარტის 15:00 საათის
მდგომარეობით, არცერთი რეგისტრირებული არ არის 20 მარტისთვისაც.
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ამ ფაქტს ახალციხელი მედდის
გარდაცვალებას უკავშირებს. ირაკლი დიასამიძე აქვე განმარტავს, რომ
ვაქცინაციის პროცესი ბორჯომში არ შეჩერებულა და რეგისტრაციისთვის
შესაბამისი ონლაინ პლატფორმა ღიაა . https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/
ბორჯომში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გუშინ დაიწყო. 18
მარტს ვაქცინა (ასტრაზენეკა) 6-მა მსურველმა გაიკეთა. სულ
მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს 250 დოზა ვაქცინა
გადაეცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.