ჯანდაცვა
ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად - ლევან რატიანი ახალციხელ ექთანზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ ახალციხიდან გადმოყვანილი ექთანი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმების პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოიყვანონ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან.

"ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰემოდინამიკა არასტაბილურია. ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული კვლევები, ასევე კლინიკური კვლევები. ლაბორატორიული კვლევის მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, სავარაუდოდ. იცით, რომ გაკეთდა ინექცია ვაქცინით და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი პირველი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება", - განაცხადა რატიანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.